დილის რადიო
22 მაისი . ხუთშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება , გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ
# დღეს ნიკოლოზობაა # გაეროს გაერთიანებული ასამბლეის გადაწყვეტილებით 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა.#22 მაისით დათარიღებულ სხვა ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით ტრადიციულად სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#სოციალური ქსელი არის სივრცე, სადაც უამრავი ადამიანი ერთად იყრის თავს, გამოხატავენ საკუთარ აზრს, აზიარებენ ინფორმაციას, აკეთებენ შეფასებებს, ზოგჯერ შეურაცხმყოფელს , ცილისმწამებლურს. რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ ავტორებს ? ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიორჩევები“ #რუბრიკის სტუმარია ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი თორნიკე ცივაძე.
#Talking Heads-ის “This Must Be the Place” - ისტორია იმაზე, თუ როგორ გადაიქცა დევიდ ბიორნის არაპროფესიონალიზმი, XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპოზიციად-ამ თემაზეა დღეს რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი
#„ არანაირი ცის“ - სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში
#დილის_რადიოს სტუმრები : მუსიკოსები: ირაკლი სირაბიძე და მიხეილ ბუაძე
#რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს გოგლა ლეონიძეს დაეთმობა ჭეშმარიტად სახალხო პოეტი ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობდა ჩვენს სტუდიას . ჩანაწერი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ გაკეთებულია 1965 წელს.
#24 მაისს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა მუსიკოსია, არა ერთი რეგიონული და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის, ნიკოლოზ ვადაჭკორიას პირველი სოლო კონცერტი. გაიმართება
#დილის რადიოს სტუმრები: ნიკოლოს ვადაჭკორია - ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის საორკესტრო განყოფილების მოსწავლე. ირაკლი ევსტაპიშვილი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ნიკოლოზის კომსულტანტ -პედაგოგი,. სვეტა ურუშაძე ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგი, რომელიც 24 მაისს ნიკოლოზ ვადაჭკორიას გაუწევს აკომპანირებას.(
#რუბრიკა „ მუზეუმი“ დღეს დაეთმობა ყველაზე უცნაურ ქანდაკებებს
სპორტის სიახლეები სეო წილოსანისგან
ამინდის პროგნოზი