დილის რადიო
ორშაბათი 2 ივნისი
მისალმება გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზი
#2 ივნისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს მშობლების- ღირსი ზაბულონისა და ღირსი სოსანას ხსენების დღეს აღნიშნავს. #2 ივნისი საქართველოს მთავარი მდინარის=მტკვრის დაცვის დღეა „მტკვარი - დიდი წყლიანი მდინარე“ - ასეთ განმარტებას ვკითხულობთ თედო სახოკიას „ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმანში“. # კიდევ რამდენიმე ფაქტისა და მოვლენის შესახებ მოგიყვებით, რომელთაც ერთი თარიღი-2 ივნისი აერთიანებს
#სპორტული მიმომხილველი სეო წილოსანი დღევანდელ გადაცემაში მოყვარულთა ლიგაზე ისაუბრებს , “პირატები” აჭარის მოყვარულთა ლიგის ახალ სეზონში ითამაშებენ. როგორია მიზნები და გეგმები?
#დილის რადიოს სტუმრები : შოთი გეგიძე - “პირატების” მთავარი მწვრთნელი და მენეჯერი საბა სურმანიძე - “პირატების” ფეხბურთელი
#ზაფხული დადგა დღეს გადაცემაში ვისაუბრებთ სეზონურ ცვლილებებზე და მათ გავლენაზე -ჩვენს განწყობაზე ემოციებსა და ენერგიის დონეზე
#სტუდიაში ფსიქოლოგი , ფსიქოთერაპევტი დავით ქათამაძე გვეწვევა
#1973 -წლის 2 ივნისს ამსტერდამის ცენტრში გაიხსნა ვინსენტ ვან გოგის მუზეუმი.სკეპტიკოსები ფიქრობდნენ, იქნებოდა თუ არა საკმარისი ინტერესი მხოლოდ ერთი მხატვრისადმი მიძღვნილი მუზეუმის მიმართ. თუმცა, ორ თვეზე ნაკლებ დროში, მუზეუმს 100 ათასი ადამიანი ეწვია. მუზეუმში განთავსებულია ვან გოგის მსოფლიოში უდიდესი კოლექცია. რუბრიკა „მუზეუმი“ დაეთმობა ტილოს სახელწოდებით „ ღამის კაფე“, რომელიც აღიარებულია, როგორც van gogis ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი.
#დასაქმების ფორუმი-იპოვე შენი ადგილი შრომის ბაზარზე
#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე
#საქართველოში ვიდეო თამაშების პერსპექტივები-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“. #რუბრიკის სტუმარი: გიორგი ჭყრუნიშვილი- სტუდია ANIMATRONX-ისა და MadMoa-ს დამფუძნებელი-
ამინდი