დილის რადიო
6 ივნისი პარასკევი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება , გადაცემის ანონსი
ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს
6 ივნისით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#21 , 22 და 24 ივნისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ღალატი ‘’ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესის მიხედვით
#დილის რადიოს სტუმრები: სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი გიორგი სიხარულიძე და გია აბესალაშვილი -მოწვეული მსახიობი
#რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს გოგლა ლეონიძეს დაეთმობა ჭეშმარიტად სახალხო პოეტი ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობდა ჩვენს სტუდიას . ჩანაწერი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ გაკეთებულია 1965 წელს.
#ერთი სემესტრი ვიგოს მუსიკის უმაღლეს კონსერვატორაში
#დილის რადიოს სტუმარი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ( ფლეიტა) მესამე კურსის სტუდენტი არინა ვასილევა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ესპანეთიდან, სადაც გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა
#ლენა ჭაღალიძის რუბრიკა „მოკლე ისტორიები“ დღეს მსახიობ შალვა აბაშიძეს ეთმობა. 22 წლიანი ემიგრაციის შემდეგ მსახიობი ბათუმში დაბრუნდა და ცდილობს თავისი შემოქმედებით თქვას ის , რაც აწუხებს.
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
ამინდის პროგნოზით გადაცემის ბოლოს კვლაც კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება სტუდიაში