დილის რადიო

13 ივნისი 2025, 10:28 75 ნახვა

დილის რადიო

13 ივნისი პარასკევი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება , გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს ტრადიციულად კობა ფარტერნაძე გაგვაცნობს

#დღეს 10 წელი გავიდა ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან . სტიქიას 21 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ამბობენ, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს  მოხალისეებმა  გაერთიანების და მხარდაჭერის  საუკეთესო მაგალითი აჩვენეს  #13 ივნისი ალბინიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. # 13 ივნისს აღინიშნება საკერავი მანქანის საერთაშორისო დღე. #13 ივნისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#ბათუმის კულტურის ცენტრი წარმოგიდგენთ კონცერტების სერიას, 14 ივნისს ბათუმის საზაფხუ;ლო თეატრში მაყურებლის წინაშე ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი წარდგება, ბენდი ერთადერთი პროფესიონალური კოლექტივია რეგიონში, რომელიც 10 წელზე მეტია ემსახურება ჯაზის პოპულარიზაციას.

#დილის რადიოს სტუმრები: ვახტანგ გორდაძე -ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდის სამხატვრო ხელმძღვანელი და კონცერტმაისტერი კალისტრატე ცინცაძე

რუბრიკაში - რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი“ შემოგთავაზებთ - საქართველოს დამსახურებლი არტისტის ნანული აბესაძის მოგონებას პოპულარული სიმღერის შესახებ „ თუ გაიჭრები აჭარის მთებში

# ზაფხულის სეზონი და ექიმის რეკომენდაციები

#დილის რადიოს სტუმარი: ექიმი თერაპევტი თამარ დონდუა 1

#ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში „მოკლე ისტორიები“ დღეს ნინი ჩხარტიშვილს შეხვდებით

ნინი გაზეთ "აჭარის" ჟურნალისტია, პარალელურად წერს ნოველებს . გასულ წელს კი გამოვიდა მისი რომანი "ამაღლებამდე დაცემულნი"

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზით გადაცემის ბოლოს კვლაც კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება სტუდიაში