17 ივნისი 2025, 10:29 18 ნახვა

დილის რადიო

17 ივნისი , სამშაბათი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

1 მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძე გაგვაცნობს და გვალვისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის შესახებაც ისაუბრებს, რომელიც დღეს აღინიშნება . ეს თარიღი კალენდარში 1994 წელს გაჩნდა

#დღეს 107 წელი გავიდა მას შემდეგ , რაც თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე პირველი ქართული ოპერა "ქრისტინე" დაიდგა. #17 ივნისი სხვა არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტით შემოგვინახა კაცობრიობის მეხსიერებამ

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ბათუმის სპორტის სასახლეში ფარიკაობაში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი გაიმართა. 20-30 ივლისს კი საქართველო ისტორიაში პირველად უმასპინძლებს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს. რა მოლოდინებია მსოფლიო ჩემპიონატის წინ?

#დილის რადიოს სტუმრები: გიორგი რამიშვილი - აჭარის მოფარიკავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემილი მსხილაძე - მოფარიკავე 

#რუბრიკა „მუზეუმი“ დღეს ყველაზე ცნობილ ამერიკულ სიმბოლოს -თავისუფლების ქანდაკებას დაეთმობა . სპილენძის ქალღმერთის ქანდაკება საფრანგეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის 100 წლის თავის და ორი სახელმწიფოს მეგობრობის ნიშნად აჩუქა. ფრანგების საჩუქარი ნიუ-იორკში, 1885 წლის 17 ივნისს ჩაიტანეს. ქანდაკება 350 ნაწილად იყო დაშლილი და 214 ყუთში იყო განთავსებული.

#სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს შეხვდებით შოთა გეგიძეს , რომელიც ტურიზმში მიღებული საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და როგორც თავად აღნიშნავს, მიზნად დაისახა ჩამოაყალიბოს ძლიერი ადამიანური კულტურა როგორც ტურიზმის მიმართულებით , ისე სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესი მთავარ მამოძრავებელ ენერგიად აქციოს . 

,,მთიანი აჭარის სალაშქრო ბილიკების გამყოლი’’ = კოლეჯი ,,ბლექსი’’ პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებას იწყებს

#დილის რადიოს სტუმარი: გიორგი ფუტკარაძე-კოლეჯის "ბლექსი" სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი შუახევის მისამართზე

#ფეხით სიარული და ჯანმრთელობა -ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩვევები“ #რუბრიკის სტუმარია ექიმი თერაპევტი თამარ დონდუა

#გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“დღეს ეთმობა კეროლ კინგის სიმღერას it’s too late, რომელიც სინგლის სახით 1971 წელს გამოვიდა და ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა 

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება