დილის რადიო

24 ივნისი 2025, 10:43 43 ნახვა

დილის რადიო

24 ივნისი სამშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს

#1935 წლის 24 ივნისს თბილისში, მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. #24 ივნისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებაც მოგიყვებით

რუბრიკაში „მუზეუმი“მოგიყვებით პაბლო პიკასოს „გერნიკა:“-ს შესახებ, რომელიც შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული, დღეს ზუსტად 124 წელი გავიდა მას შემდეგ , რაც პარიზში გაიხსნა 19 წლის პაბლო პიკასოს პირველი გამოფენა. 2009 წლის 24 ივნისს კი გენიალური მხატვრის შემოქმედების ქართველ თაყვანისმცემლებს მიეცათ საშუალება პიკასოს ნამუშევრებს გაცნობოდნენ . გამოფენა მოეწყო სიღნაღში,, მოგვიანებით კი თბილისსა და ბათუმში .ეს იყო პიკასოს პირველი მოგზაურობა საქართველოში.

#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #24 ივნისიდან 29 ივნისს ჩათვლით ბათუმში ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება.ღონისძიებაში საქართველოს წამყვან მოკრივეებთან ერთად, კიდევ ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები იასპარეზებენ?

#დილის რადიოს სტუმარი; გოჩა აბაშიძე - აჭარის კრივის ფედერაციის დამფუძნებელი, ტურნირის ორგანიზატორი

#სალომე ბეჟანიძე რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს შეგახვედრებთ ანა დიასამიძეს-დიზაინერსა და ანტერპრენერს, რომლის ცხოვრებისეული დევიზია შექმნას საკუთარი თავის უკეთესი ვერსია 

#13 უინტონ მარსალისი- საპროტესტო ალბომი -ამ თემას ეთმობა დღეს გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“

#უკვე ხელმისაწვდომია რამაზ ხალვაშის წიგნის -დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ტექსტი, ინტერტექსტი, სტროფობრივი ანალიზი- ელექტრონული ვერსია

#დილის რადიოს სტუმარი : წიგნის ავტორი, ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაში 

აჭარის რადიოს ოქროს ფონდიდან დღეს ვასო გოძიაშვილის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ ,ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს ბათუმში ,მსახიობის საიუბილეო საღამოზე

#აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლამ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2025-2028 წლებში ოთხი მოკლევადიანი მომზადება -გადამზადების პროფესიკული პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა , მათგან ერთის -"მუსიკის რეპეტიტორი"ს -გადამზადების პროგრამა საქართველოში პირველად განხორციელდება.

#დილის რადიოს სტუმარი : აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე

გადაცემის მიწურულს უახლეს ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ კობა ფარტენაძისგან გავიგებთ