დილის რადიო
1 ივლისი სამშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება - და გადაცემის ანონსი.
გაგაცნობთ ინფორმაცის მოსალოდნელი ამინდის შესახებ, რომელიც კობა ფარტენაძემ მოგვაწოდა
#დღეს 400 წელი გავიდა მარაბდის ბრძოლიდან #დღეს რეგის საერთაშორისო დღეა # =დღეს პიცის ფესტივალი იწყება ნეაპოლში #1751 წლის 1 ივლისს გამოვიდა მსოფლიოში პირველი ენციკლოპედიის პირველი ტომი. #1 ივლისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებაც მოგიყვებით
#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება # აჭარის სპორტულ ორგანიზაციებში მოღვაწე და მომავალ მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ-სემინარები ქართულ ჭიდაობაში დასრულდა. როგორ ჩაიარა ტრენინგ-სემინარებმა და როგორია სამომავლო გეგმები ?
#დილის რადიოს სტუმარი: ჯემალ წულუკიძე - აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი
რუბრიკაში რადიო „აჭარის“ ოქროს ფონდი დღეს სერგო ზაქარიაძეს გავიხსენებთ, ყველასთვის საყვარელი მსახიობის დაბადებიდან დღეს 116 წელი შესრულდა.
#სალომე ბეჟანიძე რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს შეგახვედრებთ ნათია ბაკურაძეს, პედაგოგს და როგორც თავად ამბობს კინოგურმანს, მისთვის ფილმები ფსიქოლოგიური განტვირთვის საშუალებაა .. ცხოვრებისეული დევიზი კი კიდევ მეტი წიგნი მის ცხოვრებაში, მეტი თვითგანვითარება, ფანტაზია და ჰარმონიაში ყოფნა საკუთარ თავთან
#აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალი პროგრამები
#დილის რადიოს სტუმარი :აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე
#გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის moon niver , დემო ვერსიას ეთმობა
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
გადაცემის მიწურულს გავიგებთ უახლეს ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ