კლიმატის უარყოფით ცვლილებასთან ადაპტაცია და მისი შერბილება.

30 ივნისი 2025, 15:24 1284 ნახვა

კლიმატის უარყოფით ცვლილებასთან ადაპტაცია და მისი შერბილება.

იაპონიის მთავრობა, გაეროს განვითარების პროგრამა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებენ, რომლის შინაარსიცაა - ,,კლიმატის ცვლილების შერბილება და მის უარყოფით შედეგებთან ადაპტაცია“.

საქართველო იმ 23 ქვეყნის რიცხვშია, სადაც იაპონია და გაეროს განვითარების პროგრამა ერთად უწყობენ ხელს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ამ მხრივ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.

პროექტის შესახებ, ასევე სამომავლო გეგმებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი - კარლო ამირგულაშვილი საუბრობს გადაცემაში.