დილის რადიო
7 ივლისი ორშაბათი -
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება გადაცემის ანონსი
ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ კობა ფარტენაძე გაგვაცნობს
#7 ივლისს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემელის შობის დღეს აღნიშნავს. #დღეს 105 წელი შესრულდა მას შემდეგ , რაც ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკარტიულ რესპუბლიკას გადმოეცა. #რინგო სტარი იუბილარია, ექსბითლი დღეს 85 წლის გახდა #7 ივლისით დათარიღებული სხცა ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით
#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება #ბათუმის სპორტის სასახლეში კრივში ირაკლი აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტრადიციული ტურნირი დასრულდა. ჩვენი რეგიონის სპორტმენებიდან ლუკა მაჭუტაძემ ოქრო , ხოლო ნიკიტა ბარამიძემ კი ბრინჯაოს მედალი აიღო.
#დილის რადიოს სტუმრები: გელა აბაშიძე - აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი. და ლუკა მაჭუტაძე - მოკრივე
რუბრიკა მუზუმი ცნობილ ტილოებს დაეთმობა მხატვრის ავტოპორტრეტით
რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი დღეს გოგლა ლეონიძეს დაეთმობა ჭეშმარიტად სახალხო პოეტი ბათუმში ყოფნისას ყოველთვის სტუმრობდა ჩვენს სტუდიას . ჩანაწერი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ გაკეთებულია 1965 წელს.
#ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ წელს მეჩვიდმეტედ გაიმართება ფილმების მიღება მაისის თვეში დაიწყო და ამ ეტაპზეც გრძელდება
#დილის_რადიოს სტუმარი: ზურაბ დიასამიძე-ანიმაციის განვითარების ფონდის დირექტორი, ფესტივალის „თოფუზი“ დამფუძნებელი
რუბრიკა „ერთი ჰიტის ისტორია“- Jamiroquai - Virtual Insanity
#Tati - ციფრული მეგზური შინაური ცხოველებისთვის-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“. #რუბრიკის სტუმრები: Tati-ს თანადამფუძნებლები სერგი აბაშიძე და ბესიკი ექსეულიძე
#ოთახის მცენარეები, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ან ნაკლებად სასარგებლო- ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩვევები“ რუბრიკის სტუმარია აგრონომი ლელა ბაბულეიშვილი
ამინდის პროგნოზი