დილის რადიო

16 ივლისი 2025, 11:12 332 ნახვა

დილის რადიო

16 ივლისი .  ოთხშაბათი

გადაცემის სრული ჩვენება 

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

#დღეს გერგეტის სამებობა აღინიშნება . 1980 წლიდან კი, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გერგეტის სამებაში წირვა აღავლინა, ამ დღეს სიყვარულის დღესასწაულიც დააწესა. #16 ივლისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#ბავშვის ხშირი გულის ცემა და დაღლილობა-ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა“ #პროფესია მშობელი“ ბავშვთა კარდიოლოგი-მირანდა შერვაშიძე. 

#რუბრიკა „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ავთანდილ მახარაძეს ეთმობა, ცნობილ ქართველ მსახიობს, რომელმაც ათეულობით დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოფილმებსა და რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში. დღეს მას 82 წელი შეუსრულდა . დილის რადიოს ეთერში შემოგთავაზებთ 1987 წელს ბათუმში ჩაწერილი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს ფრაგმენტებს

#ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საინტერესო სპეციალობებს სთავაზობს. დილის_რადიოს სტუმარი: გურამ ფუტკარაძე - ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორი, აჭარის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე

სპორტის სიახლეები

ამინდის პროგნოზი