დილის რადიო
17 ივლისი ხუთშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება, გადაცემის ანონსი
ამინდის უტყუარი პროგნოზით კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება
#17 ივლისი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეა. #17 ივლისს აღინიშნება ემოჯის მსოფლიო დღე. #დღეს 66 წელი გავიდა ბილი ჰოლიდეის-ჯაზის უდიდესი ვოკალისტის გარდაცვალებიდან # 17 ივლისით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებს ,ტრადიციულად . სეო წილოსანი გაგვაცნობს
#როგორ მოვუაროთ კანს? რა უნდა გავითვალისწინოთ ზაფხულის ცხელ დღეებში--ამ თემას ეთმობა სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიორჩევები“ .#რუბრიკის სტუმარი — დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ლელა ბერიძე.
#რუბრიკა „ მუზეუმი“ დღეს დაეთმობა ყველაზე უცნაურ ქანდაკებებს
#აჭარის რადიოს ოქროს ფონდიდან დღეს ვასო გოძიაშვილის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ ,ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს ბათუმში ,მსახიობის საიუბილეო საღამოზე
#რატი რატიანი რუბრიკაში „ დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს გთავაზობთ Talking Heads-ის ტრეკს “Pulled Up” — სიმღერას იმაზე, როგორ გვათავისუფლებს ერთმანეთის მხარდაჭერა.
სპორტის სიახლეები
ამინდის პროგნოზი