# „ზე-კართან“
# „კონტაქტი
25-27 სექტემბერს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები მეცამეტედ უმასპინძლებენ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს „ზე-კართან“.
ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მწერლების , პოეტების შემოქმედებას, დაესწრებიან საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციას, ნახავენ ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს და ქართველი რეჟისორის ფილმს . წლევანდელი ფესტივალის თემაა „კულტურათა დიალოგი“. ფესტივალში მონაწილეობენ იაპონელი და თურქი ქართველოლოგები ჰაიატე სოტომე და ჰარუნ ჩიმქე.
დღევანდელი, 17 სექტემბრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ ვახტანგ ბერიძე ,
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან" დამფუძნებელი და პოეტი ბელა ქებურია .
ტელეფონით გვერთვებოდა გიორგი ხორბალაძე, ფესტივალის მოდერატორი , გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.