# არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ქობულეთის ქვის ხანის ნამოსახლარზე

19 სექტემბერი 2025, 17:31 161 ნახვა

# არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ქობულეთის ქვის ხანის ნამოსახლარზე

# კონტაქტი

კინტრიშის ხეობის არქეოლოგიური კვლევა-ძიება გასული საუკუნის 60 -იან წლებში დაიწყო , რასაც წინ უძღოდა დაზვერვითი სამუშაოები . იმ პერიოდში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში გაჟღერდა ინფორმაცია სოფელ ქობულეთსა და სოფელ ხუცუბანში აღმოჩენილ კაჟისა და ობსიდიანის არტეფაქტებზე. მას შემდეგ კინტრიშის ხეობის პრეისტორიული ეპოქის ძეგლებზე არაერთი არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა.

წლევანდელი ზაფხულის კვლევა-ძიების შედეგებზე და თურქეთში, საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე - დღევანდელი, 19 სექტემბრის გადაცემაში ისაუბრა არქეოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა, ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორმა გურამ ჩხატარაშვილმა.