#გულის მსოფლიო დღე
#კონტაქტი
დღეს გულის მსოფლიო დღეა. თარიღი , გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით , 1999 წელს დაარსდა და თავდაპირველად სექტემბრის ბოლო კვირას აღინიშნებოდა. 2011 წლიდან 29 სექტემბერი ოფიციალურად გულის მსოფლიო დღეა.
აღნიშნული დღის მიზანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე საზოგადების ცნობიერების ამაღლება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. გულის მსოფლიო დღის სლოგანია “გული სიცოცხლისთვის“.
29 სექტემბრის გადაცემა დაეთმო გულის დაავადებების გამომწვევ მიზეზებს , მკურნალობასა და პრევენციას .
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ბათუმის სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი , ინტერვენციული კარდიოლოგი ტატო ჯახია.