ჩემი ალტერნატივა Modern Ghost Radio – Terra Incognita I Pelargonia – Pelargonia

30 სექტემბერი 2025, 16:17 276 ნახვა

ჩემი ალტერნატივა Modern Ghost Radio – Terra Incognita I Pelargonia – Pelargonia

ახალი გამოცემები:
 

Modern Ghost Radio – Terra Incognita

გიორგი მიგრიაულს, ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული თანამედროვე ქართული ჯგუფ Bedfor Foals-ის წევრად იცნობს მსმენელი. ახლახანს მან სოლო საავტორო ნამუშევარი, 12 სიმღერიანი ალბომი Terra Incognita გამოაქვეყნა, თუმცა არა საკუთარი არამედ პროექტ Modern Ghost Radio-ს სახელით. კომპოზიციები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისაგან, როგორც ხასიათით ასევე სტილისტიკით და ამის მიუხედავად ერთ, შეკრულ ალბომს შეადგენენ.
ავტორი გიორგი მიგრიაული თავად არის შემსრულებელი, როგორც ვოკალური ასევე ინსტრუმენტული ნაწილისა და არანჟირებებიც მას ეკუთვნის.

 

 

Pelargonia – Pelargonia
 

ახალგაზრდა ჯგუფი Pelargonia 2022 წლის სადებიუტო ალბომის შემდეგ მეორე ალბომს გამოსცემს სახელწოდდებით Pelargonia -  როგორც ჯგუფის წევრები ამობობენ, ეს ნამუშევარი წინასთან შედარებით მეტად გამოხატავს ჯგუფის ხედვებსა და მუსიკალურ მისწრაფებებს და სრულად ქართულენოვანია. ალბომი გაზრდილი შემადგენლობით ჩაიწერა - გუგუა გოგოცაშვილი, დავით ლომიძე, ნიკა შარვაძე, ნიკა მჭედლიშვილი, გიორგი ბერიშვილი და საბა ფადიურაშვილი.
ალბომში სულ 7 სიმღერაა, რომელთა მეტ ნაწილში ადვილი ამოსაკითხია ფოკლორული მუსიკის კვალი.