დილის რადიო

01 ოქტომბერი 2025, 10:08 518 ნახვა

დილის რადიო

1 ოქტომბერი ოთხშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება - და გადაცემის ანონსი.

ამინდის უტყუარ პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

1 ოქტომბრით დათარიღებული მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებ მოგიყვებით

სპორტის სიახლეებს სეო წილოსანი გაგვაცნობს

რუბრიკაში მუზეუმი დღეს მოგიყვებით სალვადორ დალის ხუთი გამორჩეული ნამუშევრის შესახებ

#ბავშვის მუდმივი კონტროლი -დადებითი და უარყოფითი მხარეები -ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია მშობელი“ , #რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი თამარ აბულაძე

# სექტემბრის დასაწყისში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში კულტურის განვითარების ფონდის, „მესმას” ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ფონდი „მესმა“ ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის ინიციტივით დაფუძნდა და მისი მიზანია საქართველოში კულტურისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა ,

#კულტურის განვითარების ფონდის ღონისძიებაზე სახელოვნებო უნივერსიტეტებიდან 17 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა , ისინი ფონდის სახელით სტიპენდიას მიიღებენ. გამარჯვებულებს შორისაა ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი-მერი ზეიშვილი , მარიამ გიგატაძე  და ანა რესულიძე 

# დილის რადიოს სტაჟიორი ჯუნა ჩიჩუა „მესმას“ ბათუმელ სტიპენდიანტებს შეგახვედრებთ

ბათუმის სახელმწიდო მუსიკალური ცენტრის კაპელა დღეს მაყურებლის წინაშე გალა კონცერტით წარდგება აჭარის კულტურის სამინისტროს ინიცირებული პროგრამის „მუსიკალური ბათუმი 2025“ ფარგლებში
კონცერტი ილია ჭავაჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში 19 საათზე დაიწყება
დილის რადიოს სტუმარი
ქეთევან მანელიშვილი- ბათუმის სახელმწიდო მუსიკალური ცენტრის კაპელის მთავარი ქორმაისტერი

#დილის რადიოს სტაჟიორის ქეთი ზოსიძის სიუჟეტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის გალა კონცერტის მონაწილეთა ემოციებსა და მოლოდინებზე 

#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად უნგრეთის ქალაქ დებრეცენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. დიდებში, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 4 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი აიღო. ახალგაზრდებში კი საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 ოქრო ,3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალია.

#დილის რადიოს სტუმრები: მინდია მგელაძე - ევროპის ჩემპიონი დიდებში დავით და გიორგი ძნელაძეები - ევროპის ჩემპიონები ახალგაზრდებში 

ამინდი კობა.