# ვარდისფერი ოქტომბერი
# ვარდისფერი ოქტომბერი
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. საინფორმაციო კამპანიის სიმბოლო ვარდისფერი ბაფთაა.
ონკოლოგიური პათოლოგიებიდან ქალებში ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა. სტატისტიკით , მსოფლიოში ყოველი მეოცე ქალი ამ ვერაგი სენის მსხვერპლია, ამიტომ მნიშვნელოვანია
დაავადების ადრეული გამოვლენა.
10 და 11 ოქტომბერს, ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში , შშმ ქალთა ალიანსი კლინიკა „მედფემთან“პარტნიორობით ,შშმ ქალებს და შშმ პირთა დედებს უფასო სკრინინგს სთავაზობს.
8 ოქტომბრის გადაცემა „ვარდისფერ ოქტომბერს“დაეთმო.
„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ შშმ ქალთა ალიანსის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დეა ერემაშვილი და ონკოქირურგი, მამოლოგი მალხაზ დიასამიძე.