# „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“
# „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“
ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“ ფინალს უახლოვდება. იგი მეთოთხმეტედ იმართება .
დასკვნითი ღონისძიება 29-30 ნოემბერს გაიმართება . .ნომინაციებში გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემა. გამოიცემა საუკეთესო ნაწარმოებების კრებული .
დღევანდელი, 15 ოქტომბრის გადაცემა ამ თემას დაეთმო.
„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები იყვნენ ბათუმის ლიტერატურული კონკურსის - „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაიშვილი და წინა კონკურსების ფინალისტი მირიან ორაგველიძე.
ტელეფონით გვერთვებოდა ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი, პოეტი მაია მიქაია.