დილის რადიო

30 ოქტომბერი 2025, 10:13 20 ნახვა

დილის რადიო

30 ოქტომბერი ხუთშაბთი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 30 ოქტომბერია დღეს სიცოცხლის მსოფლიო დღეა; ბოლო 17 წლის განმავლობაში, ყოველ 30 ოქტომბერს 13 საათზე. GMT, მთელი პლანეტა მოწვეულია ერთ წუთიანი მხიარულებისთვის სიცოცხლის პატივსაცემად. ეს დღე ყველას საშუალებას აძლევს გააცნობიეროს, რომ სიცოცხლე უსაზღვროდ ძვირფასია დღევანდელი თარიღის ორგანიზატორები მოგვიწოდებენ ვიზეიმოთ სიცოცხლის დღე და ცხოვრება, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე მეტი სიკეთის, მეტი სიყვარულის სურვილით და ფიქრით იმაზე , თუ რა მნიშვნელობა და დატვირთვა გვინდა მივცეთ ჩვენს ცხოვრებას და რა ანაბეჭდი გვინდა დავტოვოთ ჩვენს შემდეგ

მინდის პროგნოზს, ტრადიციულად , კობა ფარტენძისგან გავიგებთ 

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება 

#ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანიც დაავადების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა #ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება პროფილაქტიკით

#დილის რადიოს სტუმარი : ნინო გუგუშვილი-დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი

30 ოქტომბრით დათარიღებული საინტერესო ფაქტები და მოვლენები

#ტკბილეულის გავლენა ჩვენს ორგანიზმზე- ამ თემას ეთმობა სოფო დარჩიას რუბრიკა „ რადიო რჩევები“ #რუბრიკის სტუმარია: ენდოკრინოლოგი ანა კოტორაშვილი

#რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს ეთმობა კომპოზიციას “1979”, რომელიც გვახსენებს, რომ ყველაზე ნამდვილი მისტიკა ახალგაზრდობაა.

#ტრადიციული მუსიკის კონცერტი, რომელიც გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ფესტივალის 20 წლისთავს ეძღვნება

#დილის რადიოს სტუმარი: ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი. მუსიკოლოგი ხათუნა მანაგაძე

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება ამინდის უტყუარი პროგნოზით