NIKAKOI – Meet Me at Ga Sai Gon, Dooda, ჯგუფი „წერილი“ | ჩემი ალტერნატივა | 04.11.2025
NIKAKOI – Meet Me at Ga Sai Gon
Nikakoi-ს (ნიკა მაჩაიძე) ახალი ალბომი Meet Me at Ga Sai Gon მეტად საინტერესო კონცეფციას ეფუძნება - მასში შესული კომპოზიციები ქმნიან არარსებული ფილმის საუნდტრეკს. მოქმედების ადგილად ვიეტნამის ქალაქი საი გონი (და მისი რკინიგზის სადგური) არის არჩეული. მოქმედი გმირი, კი ვიეტნამელი გოგონა შუონგია (Suong), რომელთან ერთადაც საკუთარ წარმოსახვაში მოგზაურობის საშუალება გეძლევათ ამ მცირე ალბომის სმენისას. ნამუშევარი საინტერესოა იმითაც, რომ ხუთივე კომპოზიციაში სხვადასხვაგვარად დამუშავებული და სხვადასხვა „სცენას“ მორგებული ერთი თემა ჟღერს. ერთ-ერთი, საფორტეპიანო ვერსია მეორე ქართველ მუსიკოსს sTia-ს (ნათია სართანიას) ეკუთვნის.
Dooda
ახალგაზრდა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი დუდა როსტომიშვილი სამი წლის წინ გამოჩნდა სადებიუტო მცირე ალბომით Moon Glider, The Boy Strider. მოხდა ისე, რომ 2022 წლის მიწურულს გამოქვეყნებული სინგლის Grow Apart შემდეგ დუდასგან არაფერი ისმოდა. და აი გასული გაზაფხულიდან მუსიკოსი კვლავ აქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით სინგლებს Ordinary Trouble, Silence, Forever და გვპირდება რომ მათ კიდევ მოყვება სხვებიც.
ჯგუფი „წერილი“
ჯგუფი „წერილი“, გია თოიძის თაოსნობით უკვე 30 წლის ისტორიას ითვლის.
„წერილი“ ახალ ალბომს ამზადებს გამოსაცემად და მის წარსადგენად გამოაქვეყნა სატიტულო სიმღერა „შენ ხარ მარტო“.