დილის რადიო

05 ნოემბერი 2025, 10:14 26 ნახვა

დილის რადიო

5 ნოემბერი ოთხშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს კობა ფარტენაძე გაგვაცნობს  და ამასთან ,ცუნამზე და ცუნამის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეზეც ისაუბრებს, რომელიც დღეს აღინიშნება 

5 ნოემბრით დათარიღებულ სხვა საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებსაც არ გამოვტოვებთ

#ბათუმელი ლევან კიკალიშვილი, ქართული ბილიარდის ისტორიაში პირველად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლევანმა ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე თავისუფალ პირამიდაში, ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა. #დილის რადიოს სტუმრები: ლევან კიკალიშვილი - ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის გამარჯვებული თემურ კახიძე - აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი

ნოემბრის ყოველ პირველ ოთხშაბათს,აღინიშნება სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე. ამ დღის დაწესების ინიციატივა სტრესის მართვის საერთაშორისო ასოციაციას ეკუთვნის. მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ამ გზით სტრესის შემცირება პირად და პროფესიულ ცხოვრებაში. #როგორ აისახება მშობლის სტრესი ბავშვის ემოციებზე და როგორ უნდა ვმართოთ ის --ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“. #რუბრიკის სტუმარი:ფსიქოლოგი,ნინო დოლიძე

#6-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით, თურქეთში, ქალაქ ქირშეჰირში, იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ორგანიზებით ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ვორქშოპი გაიმართა, რომელზეც მიწვეული იყვნენ ბათუმის კულტურის ცენტრის ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ და ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი.

#დილის რადიოს სტუმრები: მერაბ ბოჭორიშვილი - ბათუმის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ანსამბლის წევრი გიორგი ფარტენაძე

# „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“ ლიტერატურული კონკურსი წელს მეთოთხმეტედ იმართება .

დილის რადიოს სტუდიის სტუმარი ბათუმის ლიტერატურული კონკურსის - „ლექსების გამოფენა / ასი სიტყვა“ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ზაზა ფირცხალაიშვილი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ამინდის პროგნოზი მკობა ფარტენაძისგან