დილის რადიო

17 ნოემბერი 2025, 12:16 471 ნახვა

დილის რადიო

17 ნოემბერი, ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

 ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

#დღეს 134 წელი შესრულდა გალაკტიონის დაბადებიდან . 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში დაიბადა საქართველოს სახალხო პოეტი , საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პოეტთა მეფედ აღიარებული გალაკტიონ ტაბიძე

#დილის რადიოს ეთერში მოვისმენთ 1953 წლის 22 დეკემბერს გალაკტიონის ბათუმელ საზოგადოებასთან შეხვედრაზე გაკეთებული ჩანაწერის ფრაგმენტს

#17 ნოემბრით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ

#დღეს სტუდენტთა საერთაშორისო დღეა. ანო ცისკარიძის სიუჟეტში მოვისმენთ იმ სტუდენტების ისტორიებს,რომლებმაც დიდი გზა გაიარეს საკუთარ პროფესიამდე და მოვუსმენთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს .

#Cookie ფაილები - რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენზე ინფორმაციის შეგროვებას ვეთანხმებით და გამოჩნდება თუ არა მისი ალტერნატივა? -ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ # რუბრიკის სტუმარი: ალექსანდრე ჩომახიძე, ციფრული მარკეტერი; 

#როგორ დავძლიოთ დამოკიდებულება და როგორ ვიპოვოთ გზა საუკეთესო პრევენციისკენ

#დილის რადიოს სტუმრები: ბონდო მამულაძე-ჯანსაღი ჩვევების მენტორი და ანა სარიშვილი, ბიიზის (BEEASY) -განათლებისა და კულტურის საგანმანათლებლო სტარტაპცენტრის თანადამფუძნებელი #18 ნოემბერს, ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ბონდო მამულაძესთან. ღონისძიება ორგანიზებულია ბათუმის სამედიცინო აკადემიისა და ბიიზის (BEEASY) მიერ. დასწრება თავისუფალია. 1

#ბათუმში, 17-დან 20 ნოემბრის ჩათვლით, გაიმართება გალაკტიონ ტაბიძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი  „ქართველები და ზღვა“

#დილის რადიოს სტუმარი: პროექტის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი - კინოდოკუმენტალისტი, ლიტერატორი ნინო ხოფერია 1

#ჯაბა ბაქრაძემ კალათბურთში სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ 8 მოსწავლით დაიწყო. გზაზე ბევრი დაბრკოლება შეხვდა, თუმცა არ დანებდა. სწავლა, თვითგანვითარება და ცოდნის გაღრმავება მისი მთავარი იარაღი გახდა. დღეს კი ჯაბა რეგიონში ერთადერთი FIBA-ს ლიცენზირებული მწვრთნელია.# ჯაბა ბაქრაძე სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა''

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან