დილის რადიო
20 ნოემბერი ხუთშაბთი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის პროგნოზს კობა ფარტენძისგან გავიგებთ
20 ნოემბრით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#96 წლის წინ , 1929 წლის 20 ნოემბერს პარიზში სალვადორ დალის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა . რუბრიკაში „მუზეუმი“ სალვადორ დალის გამორჩეულ ნამუშევრებზე მოგიყვებით.
#2019 წლის 20 ნოემბერს გამოვიდა კომპოზიცია Popular Monster — სინგლი, რომელიც შიდა ბრძოლას და საკუთარ ხმასთან დაბრუნებას ერთ ენერგიად აქცევს. #რატი რატიანის „დაუსრულებელი პლეილისტი“ ამ კომპოზიციას ეთმობა
#„ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“-აღიარებულია ბავშვის უფლებათა კონვენციით #20 ნოემბერი ბავშვთა მსოფლიო დღეა
#დილის რადიოს სტუმარი: დალი ჭანიძე-იურისტი
#დილა ქმნის მთელ დღეს, თუმცა როგორ დავიწყებთ მას, არჩევანი მთლიანად ჩვენზეა. მარტივი ჩვევები, რიტუალები, რამდენიმე წუთი საკუთარი თავისთვის არის ის, რასაც შეუძლია ჩვენი მთელი დღის განწყობის შექმნა.
#რას აკეთებენ ადამიანები დილის განწყობის ასამაღლებლად- ამის შესახებ ქეთი ზოსიძის სიუჟეტში .
#ლუკა ასათიანი და ბათუმი
#დილის რადიოს სტუმარი: ოთარ გოგოლიშვილი- აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველი, ისტორიკოსი
#ფესტივალი „შემოდგომა ქედაში“ წელს 22 ნოემბერს გაიმართება
#დილის რადიოს სტუმარი: რაულ ცინცაძე-ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი
სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარ პროგნოზს გავიგებთ