დილის რადიო

24 ნოემბერი 2025, 10:23 348 ნახვა

დილის რადიო

24 ნოემბერი ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

ამინდის უტყუარ პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

#24 ნოემბერს სიამის ტყუპების მსოფლიო დღე აღინიშნება . სიამის ტყუპები რთული ფენომენია, რომლის შესწავლას მეცნიერება დღემდე ცდილობს. #24 ნოემბრით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზეც ვისაუბრებთ 

#VRex-ი - ინოვაციური ქართული სტარტაპი, რომელსაც 1 წამში შეუძლია დედამიწის გარშემო გვამოგზაუროს--ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: ნიკოლოზ როსტომაშვილი, VRex-ის თანადამფუძნებელი;

#აჭარის მწერალთა სახლის ახალი გამოცემები

#დილის_რადიოს სტუმარი: ლალი კონცელიძე- აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი,

14 რადიო აჭარის ოქროს ფონდი დაეთმობა მამია ვარშანიძეს-სულის ყოველი სიმით მშობლიურ კუთხეზე და სრულიად საქართველოზე შეყვარებულ პოეტს. 2026 წელი მამია ვარშანიძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 110 წელი სრულდება. ჩვენს ფონდში მამია ვარშანიძის ხმის არაერთი ჩანაწერი ინახება .

#მუსიკა საზღვრებს გარეშე

#დილის რადიოს სტუმარი ხათუნა მანაგაძე-პროექტის ხელმძღვანელი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი

#ანანო ჯინჭარაძე ფარიკაობაში დედის სპორტული გზის გასაგრძელებლად შეიყვანეს. დროის გასვლის შემდეგ ანანოს ეს სახეობა შეუყვარდა და ახლა 16 წლის ასაკში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონობასთან ერთად ევროპის თასის გამარჯვებულია. ახალგაზრდა მოფარიკავის მთავარი მიზანი კი ოლიმპიური ლიცენზიის აღება და საქართველოსთვის მედლის მოპოვებაა. #ანანო ჯინჭარაძე სეო წილოსანის რუბრიკაში ''ჩემპიონების გზა''

#დღეს მოვისმენთ ბათუმზე შექმნილი ერთი სიმღერის ისტორიას ლექსის ავტორია ბათუმელი პოეტი ჯემალ ქათამაძე , კომპოზიტორი - ჯემალ სეფიაშვილი , ასრულებენ ჯემალ სეფიაშვილი და მედეა ძიძიგური

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან