დილის რადიო
27 ნოემბერი
გადაცემის სრული ჩანაწერი
ამინდის პროგნოზს კობა ფარტენძისგან გავიგებთ
27 ნოემბრით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ .
#დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატის ვასო გოძიაშვილის დაბადების დღეა . მისი ხმის ჩანაწერს მოვისმენთ, რომელიც ბათუმშია გაკეთებული 1976 წელს #სხვა არაერთი საინტერესო ფაქტით შემოინახა 27 ნოემბერი ისტორიამ . მათ შესახებაც მოგიყვებით
#სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება ჩეხეთში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში ,სადაც 12 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ Open Prague 2025-ზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა კარატისტებმა 12 ოქროს, 11 ვერცხლის, 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
#დილის რადიოს სტუმრები: მალხაზ ქაჯაია , გიორგი პატარაია და სანდრო ფარტენაძე - Open Prague 2025-ის ჩემპიონები
#Buena Vista Social Club – “Chan Chan” — ოთხი აკორდი, რომელიც კუბური მუსიკის ისტორიას მოგიყვება. #რატი რატიანის „დაუსრულებელი პლეილისტი“ ამ კომპოზიციას ეთმობა
„ ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან“
#წიგნი, რომელიც ახლახან გამოიცა და ფაქტები , რომელსაც ბათუმის ისტორია ინახავს წიგნის ავტორები არიან მერაბ და ნიკოლოზ მეგრელიშვილები
#დილის რადიოს სტუმარი: წიგნის თანაავტორი ნიკოლოზ მეგრელიშვილი
(ჩართვა ტელევიზიაში) #ბსუ -90
#ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლის იუბილეს აღნიშნავს
#დილის რადიოს სტუმარი: მაია ბარამიძე - ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი , ბსუ-ს კურსდამთავრებული
#სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად
#გადაცემის მიწურულს კი კობა ფარტენაძისგან დღევანდელი და მომდევნო დღეების ამინდის უტყუარ პროგნოზს გავიგებთ