11 ივნისი 2017, 20:00 8426 ნახვა

დღეს ბათუმში ახალი მუსიკალური ფესტივალი "პიაცა არტ-ფესტი" იწყება. ინგა მებონიას რუბრიკის " არტრადარი" სტუმარი - ფესტივალის პროექტის ავტორი, მუსიკოსი ლადო ყატაშვილი. დღეს მწერალსა და ჟურნალისტს ნუგზარ ჯაფარიძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. მისი შემოქმედება საოცარი სითბოთი და სიყვარულით იყო გამსჭვალული ჩვენი ქალაქის, მისი მდიდარი ისტორიისა და ადამიანების მიმართ.. აჭარის მწერალთა სახლში დღეს ნუგზარ ჯაფარიძის ხსოვნის საღამო გაიმართება. მანამდე კი ბატონი ნუგზარი დილის გადაცემაში გავიხსენეთ, ჩვენი ფონდიდან ზეინაბ ფილიპოვას მიერ მომზადებული გადაცემის ფრაგმენტები მოვისმინეთ და ნუგზარ ჯაფარიძის ვაჟს, არქიტექტორ ზაალ ჯაფარიძეს ვუმასპინძლეთ.