დანაგვიანებული, ნახევრადმიტოვებული მშენებარე სახლი ძველ ბათუმში - მოქალაქეები ქუჩაში რჩებიან

09 მარტი 2020, 14:56 2548 ნახვა

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე დაუსრულებელ შენობაში მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მშენებლობა 5 წელია  კომპანიის მეწილეებს შორის დავის გამო შეჩერებულია. ამჟამად სახლს ყადაღა ადევს. მესაკუთრეთა ნაწილი კომპანიისგან წილის გამოსყიდვას მოითხოვს. კომპანია „სახლი პიაცასთან“  იურისტი  ამბობს, რომ საჭიროა  ყადაღა მოიხსნას, რათა კომპანიამ საკუთრებაში არსებული 3 მილიონი ლარის ღირებულების ფართების რეალიზაცია მოახდინოს,  ფიქრობს, რომ სწორედ ამის  შემდეგ  მოხერხდება მშენებლობის დასრულება.  ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კერძო პირებსა და კომპანიას შორის დავაში ვერ ჩაერევიან, რადგან ეს თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის. დაუმთავრებელ სახლში ამჟამად 22 ოჯახი ცხოვრობს, მათი თქმით, ასეთ პირობებში ცხოვრება საფრთხის შემცველია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში