"ამბასადორი" როგორც სასტუმრო მომწონს, თუმცა იქ, სადაც დგას არის სიმახინჯე - თეა წულუკიანი

03 დეკემბერი 2021, 18:42 21504 ნახვა

"ამბასადორი" როგორც სასტუმრო მომწონს, თუმცა იქ, სადაც დგას, არის სიმახინჯე - ამ სიტყვებით საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ამბასადორის" შესახებ პარლამენტარ არმაზ ახვლედიანის კითხვას უპასუხა.

წულუკიანის განცხადებით, "ამბასადორის" საკითხზე მისი მოსაზრება არ არის მნიშვნელოვანი. რადგან ამაზე გადაწყვეტილებას თავად არ იღებს.

"ამბასადორი", რომელიც აშენდა, არა იმიტომ, რომ ცუდი სასტუმროა, არა იმიტომ, რომ ულამაზო პროექტია, არა ლამაზი სასტუმროა, მაგრამ იქ, სადაც დგას, არის სიმახინჯე.

მე არ მომწონს, გითხარით, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. რომ არ მომწონს, ამაში ჩვენ ვემთხვევით. პრობლემა ის არის, რომ კანონით მე არ მექვემდებარება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ასევე, აჭარას ჰყავს თავისი მინისტრი კულტურის, შესაბამისად მე არ მიყვარს ხელის გაშვერა, მაგრამ ალბათ უნდა მაპატიოთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი არ და ვერ მექნება.

თუმცა ჩემი დამოკიდებულება არის შემდეგი: ბათუმის ბულვარის მსგავსი არ არის ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, მას აქვს შესაბამისი სტატუსი და ამ სტატუსის საწინააღმდეგო, ხელმყოფი ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა ჩემთვის მოსაწონი ვერ იქნება. როგორც ბათუმელი აღნიშნული მშენებლობის თაობაზე მაშინ უნდა ამბოხებულიყავით, როცა მიწა საინვესტიციო ვალდებულებებით "ნაციონალური მოძრაობის" დროს გასხვისდა ეს მაშინდელი პრობლემაა და სიმახინჯე.  "ნაციონალური მოძრაობის" პირობა იყო 50-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. ეს მაშინდელი პრობლემაა და რაც ხელისუფლებამ მოახერხა არის ის, რომ 50 სართული 17 სართულამდე დავიდა" , - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში