ევროპარლამენტარები და სენატორები შეწყალებაზე

16 მაისი 2020, 18:14 1306 ნახვა

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები და ევროპარლამენტარები პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას დადებითად აფასებენ.  ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და  სენატორი ჯინ შაჰინი გავრცელებული განცხადებების მიხედვით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას 8 მარტს მიღებული შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ შეთანხმებამ უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში.  

სენატორები , „მოუთმენლად ელიან“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. დადებითად შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება ანდრიუს კუბილიუსმაც, ის ერთ-ერთი იყო იმ ევროპელ პოლიტიკოსებს შორის, ვინც საქართველოს მთავრობას დაკავებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში