დავით ჭაკუას ციხეში კარანტინის შემდეგ გადაიყვანენ

04 ივლისი 2020, 11:37 1372 ნახვა

გერმანიიდან  ექსტრადირებულ  დავით ჭაკუას  ციხეში  21-დღიანი  კარანტინის  შემდეგ გადაიყვანენ.  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ამ პერიოდს პენიტენციური სისტემის სპეციალურ   სივრცეში გაატარებს.      

ექსტრადიციის  გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლომ  საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით მიიღო. თვითმფრინავი ბერლინიდან  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ  დაჯდა. ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე  პატიმრების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშია ბრალდებული. ის რამდენიმე წლის წინ ავსტრიაში დააკავეს, თუმცა გირაოთი გათავისუფლდა.    

ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემის  შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა. ექსტრადირებულ დავით ჭაკუას  ბრალდებები აეროპორტშივე  გააცნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში