საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ცნობილია

24 ოქტომბერი 2025, 15:50 148 ნახვა

ლიეტუვის ქალაქ კაუნასში ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი ეყოლება. ჯგუფის შეხვედრები ლატვიაში, ქალაქ რიგაში ჩატარდება.

მეოთხედფინალში ასპარეზობას პირველ და მეორე ადგილზე გასულები გუნდები გააგრძელებენ.

ფუტსალის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე გაიმართება.

 
ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე