აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, "ალ ქაიდას" ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს

02 აგვისტო 2022, 10:34 915 ნახვა

აშშ-მა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა.

"BBC"-ის ინფორმაციით, ზავაჰირის ლიკვიდაცია ერთ-ერთი სახლის აივანზე, დრონით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, ამავე შენობაში იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

აიმან ალ ზავაჰირი "ალ ქაიდას“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა. იქამდე კი ის ტერორისტული ორგანიზაციის მთავარი იდეოლოგი და ბინ ლადეის მოადგილე იყო.

ცნობილია, რომ ზავაჰირი 11 სექტემბრის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

აშშ-ის ხელისუფლებას ზავაჰირის სანაცვლოდ ჯილდოს სახით 25 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში