თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევამ 4 ადამიანი იმსხვერპლა

18 აგვისტო 2025, 19:55 250 ნახვა

სტამბოლში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.  

წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბარიერს შეეჯახა და გადაბრუნდა.    

ავტობუსის მძღოლი დააკავეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამსახურები. ავტომაგისტრალზე რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოძრაობა.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში