ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლების მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

05 აგვისტო 2022, 14:45 1876 ნახვა

ბათუმში ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლები აშენდება. ბათუმის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს ორი რვასართულიანი კორპუსი 324 ბინით.

პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა, სულ 145 ოჯახი დაკმაყოფილდება.

პროექტი ბინების სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

კორპუსები ადაპტირებული იქნება, ეზოში სპორტული მოედანი, ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა.

ტენდერი 5 სექტემბერს დასრულდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში