​წლის ბოლოს 100 ოჯახი „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბინებს მიიღებს

15 აგვისტო 2022, 16:56 1192 ნახვა

​,,წლის ბოლოს 100 ოჯახი „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში ბინებს მიიღებს. სოციალური სახლების მშენებლობა  ჯავახიშვილის ქუჩაზე აქტიურ ფაზაშია. უკვე დასრულებულია 4 კორპუსის მშენებლობა და მიმდინარეობს შიდა კომუნიკაციების მოწყობა და მოპირკეთება. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. დღეს პროცესს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი  გაეცნო. მერის განცხადებით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამა უმნიშვნელოვანესია, რომელიც საშუალებას აძლევს ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეებს, რომელთაც საკუთრებაში ბინები არ გააჩნიათ, გამოისყიდონ საცხოვრებელი ფართები ქირის სახით. ამ ეტაპზე „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“  პროგრამით უკვე 80-მა ოჯახმა ისარგებლა. მთლიანობაში, პროექტისთვის 13 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში