ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგოქსელს დაუკავშირდა - "ენერგოატომი"

26 აგვისტო 2022, 16:45 4112 ნახვა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოქსელს ხელახლა დაუკავშირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგოატომი“ ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ქსელს დაუკავშირდა და სიმძლავრეს იკრებს.

დაბომბვის შედეგად გამოწვეულმა ხანძარმა გუშინ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა, რის გამოც ელექტროსადგური, თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად, დროებით გაითიშა ქსელიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში