ჩინეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

06 სექტემბერი 2022, 10:09 364 ნახვა

65 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი დაშავდა ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდით განისაზღვრა. ამ დრომდე დაკარგულად 16 ადამიანი მიიჩნევა.

სტიქიის რაიონში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც 6 ათასს 500-ზე მეტი მაშველია ჩართული. 

მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს დაზიანებულია სახლები და გზები, გააქტიურდა მეწყრული მოვლენები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში