ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

14 სექტემბერი 2022, 14:57 225 ნახვა

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მსჯელობენ ევროპარლამენტშიც. მინდა დასავლეთ ბალკანელმა, უკრაინელმა მოლდოველმა და ქართველმა ხალხმა იცოდეს: თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენი მომავალი ჩვენს კავშირშია და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე! - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან უკრაინის ომზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის ის, რომ უნდა მოესმინათ მათთვის, ვინც პუტინს იცნობდა.  საშემოდგომო სესიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებს საქართველოს  საპარლამენტო  დელეგაცია ესწრება.  ევროპელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში