პირველადი ექსპერტიზით თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის გაუმართაობაა

17 ნოემბერი 2025, 15:02 156 ნახვა

წინასწარი ტექნიკური შეფასებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის, სი 130-ის ჩამოვარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ძრავების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა წერს.

მედიასაშუალების ცნობით, აფრენის დროს ძრავების გაუმართაობა არ შეინიშნებოდა, ლაინერმა 7333 მეტრის სიმაღლე აკრიფა და საქართველოს საჰაერო სივრცეში შევიდა. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ოთხძრავიანი თვითმფრინავის მეოთხე ძრავა მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა, რამაც თვითმფრინავის მართვა გაართულა, მოხდა სიმაღლის და სიჩქარის მკვეთრი აკრეფა.

თვითმფრინავის მართვის კონტროლის მცდელობისას მეორე ძრავაში მოხდა ზეთის წნევის დარღვევა, რის შედეგადაც ის დაიშალა, რამაც თვითმფრინავის კორპუსი დააზიანა. თურქული მედიის ცნობით, თვითმფრინავს კუდის ნაწილი მოსძვრა, მეორე ძრავის პროპელერის ნაწილებმა კი ფუზელაჟი გაანგრია და მფრინავების კაბინა შუაზე გახლიჩა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე