ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

19 სექტემბერი 2022, 11:44 457 ნახვა

ტაივანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ  სტიქიის რაიონში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.  მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 146 დაშავდა. ქალაქ იულიში სავაჭრო ცენტრის  შენობის ნანგრევებში მოყოლილი ოთხივე ადამიანი მაშველებმა  გადაარჩინეს.  კიდევ სამი ადამიანი მდინარიდან ამოიყვანეს. ისინი თავიანთი ავტომობილებით მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ხიდიდან გადავარდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიწისქვეშა ბიძგები ტაივანის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში