ხულოს საკრებულოს სხდომა

29 სექტემბერი 2022, 17:25 560 ნახვა

ხულოში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა  2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილ ღონისძიებებზე და სხვა საკითხებზე იმსჯელეს.

საკრებულოს წევრების უმრავლესობამ  ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი წელს 18 მილიონ ლარამდეა. ცვლილებებს მხარი კვლავ არ დაუჭირა ოპოზიციამ.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის ინფორმაციით, თვითმმართველობა ბიუჯეტს მიზნობრივად ვერ გეგმავს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში