26 მაისის ქუჩაზე მცხოვრებლების მოთხოვნა 

02 ოქტომბერი 2022, 11:43 700 ნახვა

26 მაისის ქუჩაზე 93 ნომერში მცხოვრებლები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამბობენ, რომ მრავალსართულიან კორპუსს არ აქვს ლიფტი, რაც მათთვის განსაკუთრებით პრობლემურია. მათი ინფორმაციით, კორპუსი სამშენებლო კომპანიამ ვერ დაასრულა, რის გამოც თავად მოუხდათ ბინის მშენებლობა, თუმცა ლიფტის დამონტაჟება ვერ შეძლეს.

აქციაზე შეკრებილებმა სხვა პრობლემებზეც ისაუბრეს. ამბობენ, რომ ქუჩაზე არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და კორპუსთან ახლოს არ არის ნაგვის ურნები, რაც მათივე მტკიცებით წინასაარჩევნო დაპირება იყო.

მერიაში ამბობენ, რომ ლიფტის პრობლემა თანადაფინანსებით მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიჭრება, თუ კორპუსი ექსპლუატაციაში შევა.

რაც შეეხება აქციაზე დასახელებულ სხვა პრობლემებს. მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე ჩატარდება მოკვლევა შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა.

სანდასუფთავების სამსახურში კი ამბობენ, რომ ნაგვის ურნები ქალაქში ყველა 100-150 მეტრშია განთავსებული, რაც სტანდარტების შესაბამისია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში