მთავრობის სხდომა: სიახლეები ჯანდაცვის სფეროში

09 ნოემბერი 2022, 17:56 515 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტებას აკეთებს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედებულ ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამაზე. როგორც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.  ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ასობით პუნქტია გახსნილი, სადაც მსურველებს ოთხკომპონენტიანი აცრის გაკეთება შეუძლიათ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში