ბალიზე მსოფლიო ლიდერების საგანგებო შეხვედრა

16 ნოემბერი 2022, 10:43 279 ნახვა

პოლონეთში აფეთქების გამო საგანგებო სამიტი გამართეს კუნძულ ბალიზე შეკრებილმა “დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა. მომხდართან დაკავშირებით ჯო ბაიდენი, რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრნენ და პოლონეთის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი - “ნატო აკვირდება ვითარებას; მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს მართავენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს” - წერს იენს სტოლტენბერგი.

შემთხვევას "შოკისმომგვრელი" უწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა  შარლ მიშელმა  და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სლოვაკეთის, ლიეტუივის, ლატვიის და ესტონეთის პირველი პირებიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში