ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

16 ნოემბერი 2022, 17:38 227 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში 2023 წლის დასაწყისში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში