საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

05 დეკემბერი 2022, 19:41 475 ნახვა

ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც ურთულესი პერიოდია, არამხოლოდ ჩვენთვის, პოლონეთისთვის, მთლიანად ევროპისთვის - ვიტყოდი მსოფლიოსთვის. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. 10 თვეა, რაც მიმდინარეობს ეს სასტიკი და უსამართლო ომი უკრაინის მიმართ, უკრაინის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.  ყველა ჩემი პოზიცია, რაც დავაფიქსირე არის არა ჩემი როგორც პირადი პოზიცია, არამედ არის მთლიანად საქართველოს მოსახლეობის პოზიცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან პოლონეთში ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებისას  პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. მისი თქმით , ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მისცემს კარგ პირობებს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში