ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

13 დეკემბერი 2022, 17:28 1912 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარა-მუხაესტატეს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო  შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და სანიაღვრე არში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად  ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა. მათ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ.

შემთხვევის ადგილას იმყოფება საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელბი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის კოდექსის 276-მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში