ოქროპილაურის ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა 

09 ოქტომბერი 2025, 19:59 133 ნახვა

ოქროპილაურის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდა. ექსპედიციის შედეგად დადგინდა, რომ ციხე ,რომელიც მცირე ზომისაა და წაგრძელებული ფორმა აქვს, დაუმუშავებელი ფილა ქვებითა და კირდუღაბითაა აგებული.

იგი სამი მხრიდან ციცაბო კლდეებითა და ფერდობებით თითქმის მიუდგომელია. ციხე ხანძრის გაჩენის შედეგადაა დანგრეული და შემორჩენილ კედლებს ძლიერი ცეცხლის კვალი ატყვია. 

ძეგლზე განვითარებული შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ქვევრების, ქოთნების, ჯამების სასმისების, კეცების ფრაგმენტებია აღმოჩენილი.

გათხრებისას აღმოჩნდა ასევე სხვადასხვა თონის კედლის ფრაგმენტები, რომლებიც ვარდულებით, სამკუთხა ჭდეებით, გრძივი ხაზებითა და რომბული ორნამენტებითაა შემკული.

ამ მონაპოვრების მიხედვით ციხესა თუ მის გარეთ მინიმუმ სამი-ოთხი თონე იყო განლაგებული. შემორჩენილია ასევე ქვევრის, კეცის, ჯამისა და ქოთნის ფრაგმენტებიც.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე