მკვლელობა თბილისში-დაკავებულია ერთი პირი

23 დეკემბერი 2022, 12:21 705 ნახვა
00:00
00:00

პოლიციამ დიდ დიღომში მკვლელობის ფაქტზე ეჭვმიტანილი დააკავა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გუშინ, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს. მიყენებული დაზიანებების შედეგად კი ის გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი