ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

25 აგვისტო 2025, 14:26 131 ნახვა

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ თეკლა გერსამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ სასამართლოს 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

ბრალდებული თეკლა გერსამია დანაშაულს არ აღიარებს. 

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა 22 აგვისტოს მოხდა. 24 წლის ქალმა მეუღლეს დაზიანებები დანით მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეზე შემდგომი პროცესი 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი